ჩვენ შესახებ
ა(ა)იპ „საქართველოს ტივტივით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია“ (შემდგომში – ფედერაცია) წარმოადგენს სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის მიმდევართა ნებაყოფლობით გაერთიანება, რომელიც დაარსდა 2013წ. 24 ოქტომბერს.
ფედერაციის მიზნებია: საქართველოში ტივტივის მეთოდით სპორტული თევზჭერის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია, ამ მხრივ საზოგადოების მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა, ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთ-ერთი მიმართულების განვითარება; ტივტივით სპორტულ თევზჭერაში ტურნირებისა და ფესტივალების ჩატარების ორგანიზება, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. უფრო ვრცლად იხ. ფედერაციის წესდება.
დ ა მ ტ კ ი ც ე ბ უ ლ ი ა
დამფუძნებელთა 2013წლის 24ოქტომბრბის
გადაწყვეტილებით N01
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი
„საქართველოს ტივტივით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია“
წ ე ს დ ე ბ ა
თ ბ ი ლ ი ს ი
2013 წელი
I ნაწილი
ზოგადი დებულებები
მუხლი 1.
ფედერაციის შესახებ
ა(ა)იპ „საქართველოს ტივტივით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია“ (შემდგომში – ფედერაცია) წარმოადგენს სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის მიმდევართა ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომელიც მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, არსებული კანონმდებლობის, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ამ წესდების შესაბამისად;
ფედერაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც დაარსდა დამფუძნებელთა 2013წ. 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით N01;
ფედერაციის სრული და შემოკლებული სახელწოდებაა:
ქართულად:
სრული სახელწოდება:
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „საქართველოს ტივტივით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია“
შემოკლებული სახელწოდება: ა(ა)იპ „სტსთეფ“
ინგლისურად:
სრული სახელწოდება: non-profit (non-comercial) legal entity “National federation of float sport fishing of Georgia”
შემოკლებული სახელწოდება “NFFSFG”
ფედერაციას შეუძლია შეიძინოს ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები, იკისროს ვალდებულებები, იყოს მოსარჩელე, მოპასუხე, ან მესამე პირი სასამართლოში;
ფედერაციას საბანკო დაწესებულებებში შეუძლია გახსნას საანგარიშსწორებო და სავალუტო ანგარიშები, აქვს საკუთარი საიდენტიფიკაციო ბეჭედი, ლოგო და ბლანკი.
ფედერაცია თავისი მიზნების განსახორციელებლად მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ, თანამშრომლობს საზოგადოებრივ გაერთიანებებთან, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, სახელწმიფო ხელისუფლების დაწესებულებებთან და თვითთმართველობის ერთეულებთან, ასევე მასმედიის საშუალებებთან.
ფედერაცია უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო საზოგადოებრივი გაერთიანებების შექმნაში, ან გახდეს მათი წევრი, უშუალოდ დაამყაროს საერთაშორისო კონტაქტები, მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად დადოს და აღასრულოს ხელშეკრულებები, რომელიც არ ეწინააღმდეგება აღნიშნულ წესდებას და საქართველოს კანონმდებლობას.
მუხლი 2.
ფედერაციის მიზნები
ფედერაციის მიზნებია:
საქართველოში ტივტივის მეთოდით სპორტული თევზჭერის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია, ამ მხრივ საზოგადოების მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა;
ტივტივით სპროტული თევზჭერის, როგორც რეკრეაციის, ტურიზმისა და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთ-ერთი მიმართულების განვითარება;
სხვა ქვეყნების სპორტული თევზჭერის ფედერაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
ტივტივით სპორტულ თევზჭერაში ტურნირებისა და ფესტივალების ჩატარების ორგანიზება, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ქვეყნის რეგიონების დონეზე სათევზაო კლუბების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და შემდგომში მათი კოორდინაცია;
სპორტული თევზჭერის სხვადასხვა დისციპლინებში ეროვნული ნაკრებების ფორმირების ხელშეწყობა;
სპორტულ თევზჭერაში გამართულ საერთაშორისო ტურნირებსა და შეჯიბრებებში საქართველოს ეროვნული ნაკრებების მონაწილეობის ხელშეწყობა.
ტივტივით სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის შესახებ სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება ადგილობრივი თუ მოწვეული ინსტრუქტორების მონაწილეობით, შესაბამისი სერთიფიკატებისა და სიგელების გაცემა;
საერთაშორისო ტურნირების ორგანიზება და მათში ეროვნული ნაკრები გუნდების მონაწილეობის უზრუნველყოფა, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ;
იქტიოფაუნის მრავალფეროვნების დაცვა და საქართველოს ენდემური თევზის ჯიშების პოპულაციის აღდგენის ხელშეწყობა;
კანონმდებლობის შესაბამისად მეთევზეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა და სხვა.
მუხლი 3.
ფედერაციის საქმიანობის ფორმები
ფედერაცია, მიზნებისა და ამოაცანების მისაღწევად უფლებამოსილია განახორციელოს თავისი საქმიანობა შემდეგი ფორმებით:
აწყობს შეხვედრებს, კონფერენციებს, სემინარებს, დისკუსიებს, ორგანიზებას უწევს სასწავლო კურსებს, მწვრთვნელების, მსაჯების და სხვა სპეციალისტების მომზადების მიზნით და სხვა;
გამოსცემს ტივტივით სპორტულ თევზჭერაში მეთოდურ, სასწავლო და სპორტულ ლიტერატურას;
ქმნის და აუმჯობესებს ფედერაციის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას;
ორგანიზებას უწევს, გამოცდილების გაღრმავების მიზნით ფედერაციის წევრი ქართველი სპორსტმენებისა და სპეციალისტების ქვეყნის საზღვრების გარეთ მივლინებასა და ამავე მიზნით უცხოელი სპეციალისტების მოწვევას;
ახორციელების ცხოვრების ჯანმრთელი სტილის და აქტიური დასვენების პროპაგანდას სპორტული, ასევე სამოყვარული თევზაობის მეშვეობით;
მჭიდროდ თანამშრომლობს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, საზოგადოებრივ გაერთიანებებთან, სხვა იურიდულ და ფიზიკურ პირებთან, სპორტული თევზჭერის განვითარების მიზნით;
ქმნის რეგიონალურ ორგანიზაციებს, ფილიალებს, წარმომადგენლებს;
მუხლი 4.
ფედერაციის დამფუძნებლები
ფედერაციის დამფუძნებლები და ამავდროეულად მისი პირველი წევრები არიან:
გიგა ამაშუკელი
მიხეილ ფანჩულიძე
დავით ლელაძე
ლევან ბაქრაძე
მუხლი 5.
ფედერაციის წევრობა
ფედერაციის წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი სრულწლოვანი ქმედითუნარიანი საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, თუ იგი იზიარებს ფედერაციის მიზნებს და დაიცავს ამ წესდების მოთხოვნებს;
ფედერაციის საპატიო წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი სრულწლოვანი ქმედითუნარიანი პირი, ასევე საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაფუძნებული იურიდიული პირი, ან უცხო ქვეყნის იურიდიული პირი, თუ იგი იზიარებს ფედერაციის მიზნებს (ფედერაციის საპატიო წევრის არჩევა და ფედერაციასა და საპატიო წევრს შორის ურთოერთობები რეგულირდება ამ წესდებით და ფედერაციის გამგეობის მიერ შემუშავებული სპეციალური რეგლამენტით);
ფედერაციის წევრობის მსურველი, დადგენილი წესით, წერილობითი განცხადებით მიმართავს ფედერაციის გამგეობას, გამგეობა წევრებად მიღების საკითხს წყვეტს განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს ერთი თვის განმავლობაში.
ფედერაციის საპატიო წევრად პირი აირჩევა გამგეობის მიერ, ფედერაციის პრეზიდენტის წარდგინების საფუძველზე ხმათა უბრალო უმრავლესობით;
ფედერაციის წევრს უფლებამოსილება უწყდება:
საკუთარი განცხადების საფუძველზე;
სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი ქმედუუნაროდ ცნობისას, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან;
გარდაცვალებისას, ან თუ წევრი იურიდიული პირია, მისი ლიკვიდაციისას;
ფედერაციის გამგეობის გადაწყვეტილებით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლების არსებობისას.
ფედერაციის წევრი გამეგობის გადაწყვეტილებით გაირიცხება ფედერაციიდან თუ:
მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება ფედერაციის მიზნებს;
იგი უხეშად არღვევს ფედერაციის წესდებით ან ფედერაციის სხვა შიდა ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს;
იგი თავისი ქმედებით/უმოქმედობით, ლახავს ფედერაციის რეპუტაციას და პრესტიჟს;
უხეშად არღვევს ბუნების დაცვით კანონმდებლობას ან/და ფედერაციის წევრთა უმრავლესობით აღიარებული თევზჭერის მორალურ ნორმებს;
არასაპატიო მიზეზით სისტემატიურად არიდებს თავს ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობას.
მუხლი 6.
ფედერაციის წევრის ძირითადიდ უფლება-მოვალეობანი
ფედერაციის წევრი:
ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს ფედერაციის საერთო კრების მუშაობაში;
ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ ღონისძიებებში;
უფლებამოსილია აირჩიოს ან/და არჩეულ იქნეს ფედერაციის მმართველ და მაკონტროლებელ ორგანოებში;
უფლებამოსილია კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შესაბამისად მონაწიელობდეს ფედერაციის მიერ განხორციელებულ პროგრამებში;
უფლებამოსილია ფედერაციის მიზნების შესაბამისად, ფედერაციის სათანადო ორგანოს გადაწყვეტილებით ისარგებლოს ფედერაციის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით და მატერაილურ-ტქენიკური საშუალებებით;
უფლებამოსილია ატაროს ფედერაციის განმასხვავებელი ნიშნები;
ვალდებულია დაიცვას ფედერაციის წესდება და სხვა სახელმძღვანელო ხასიათის დირექტივები;
ვალდებულია გადაიხადოს ფედერაციის გამგეობის მიერ დადგენილი საწევრო;
ვალდებულია გაუფრთხილდეს და დაიცვას ფედერაციის რეპუტაცია და ქონება.
მუხლი 7.
ფედერაციის ქონება და ფინანსები
ფედერაციას საკუთრებაში შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერი სახის უძრავი და მოძრავი ქონება, რომელიც ლეგალურად არის დასაშვები სამოქალაქო ბრუნვაში;
ფედერაციის ქონება ფორმირდება წევრთა და სხვა პირთა შემოწირულობებით, აგრეთვე სხვა კანონიერი შემოსავლებისაგან;
ფედერაციის მიზნებისთვის, ფედერაციის წევრის პასუხისმგებლობის ამაღლებისა და ფედერაციის შეუფერხებელი მართვის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად წესდება სავალდებულო შესატანი, რომლის ოდენობას და გადახდის წესს ადგენს ფედერაციის გამგეობა;
ფედერაციის ქონების და ფინანსური სახსრების განკარგვის შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალე და ხელმისაწვდომია ფედერაციის ნებისმიერი წევრისათვის;
ფედერაციის ქონება, მათ შორის ფინანსური სახსრები შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ ფედერაციის საწესდებო მიზნებს.
მუხლი 8.
ფედერაციის რეორგანიზაცია და საქმიანობის შეწყვეტა
ფედერაციის ორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება:
ფედერაციის საერთო კრების წევრთა არანაკლებ ორი მესამედის გადაწყვეტილებით;
კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით.
ლიკვიდაციის შემდგომ დარჩენილი ქონება ნაწილდება კანონმდებლობის შესაბამისად.
II ნაწილი
ფედერაციის მართვისა და კონტროლის ორგანოები
მუხლი 9.
ფედერაციის საერთო კრება
ფედერაციის უმაღლესი ხელმძღვანელო ორგანოა ფედერაციის წევრთა საერთო კრება, რომელიც ტარდება წელიწადში ერთხელ. ფედერაციის გამგეობა ხმის უბრალო უმრავლესობით ნიშნავს კრების ჩატარების თარიღს.
საერთო კრებას თავმჯდომარეობს ფედერაციის პრეზიდენტი (გამგეობის თავმჯდომარე), ხოლო მისი არ ყოფნის შემთხვევაში ფედერაციის გამგეობის ერთ ერთი წევრი;
საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. საერთო კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით, თუ კანონით, ან ამ წესდებით, სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ყოველ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. ხმის უფლების სხვა პირისითვის გადაცემა დაუშვებელია.
საერთო კრება:
დამსწრეთა ორი მესამედის უმრავლესობა იღებს გადაწყვეტილებას ფედერაციის წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით ირჩევს ფედერაციის გამგეობის წევრებს;
დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით ირჩევს ფედერაციის სარეზერვო კომისიის წევრებს;
ისმენს და ამტკიცებს გამგეობის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ფედერაციის საერთო კრების რიგგარეშე სხდომა მოწვევა ფედერაციის გამგეობის მიერ, სარეზერვო კომისიის მიერ, ან ფედერაციის წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნით;
ფედერაციის წევრებს, რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ, ეცნობებათ ფედერაციის ოფიციალურ ვებგვრედზე, ან სხვა მასმედიის საშუალებებით გამოცხადების გზით, კრებამდე ორი კვირით ადრე მაინც;
საერთო კრების გადაწყვეტილებების შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს კრების თავმდჯდომარე და საერთო კრების სხდომის მდივანი.
მუხლი 10.
ფედერაციის გამგეობა
ფედერაციის უმაღლესი ორგანოა შვიდი წევრისაგან შემდგარი გამგეობა, რომელსაც ორი წლის ვადით ირჩევს ფედერაციის საერთო კრება;
ფედერაციის გამგეობის წევრად შეიძლება არჩეული იქნეს მხოლოდ ფედერაციის წევრი ფიზიკური პირი, ამასთან ის კანდიდატურები, რომლებმაც მეტი ხმა მიიღეს. კანდიდატების მიერ ხმების თანაბარი რაოდენობის მიღებისას კრებაზე ცხადდება არანაკლებ ერთ საათიანი შესვენება, რომლის განმავლობაში კანდიდატები გაივლიან კონსულტაციებს ფედერაციის წევრებთან და ჩატარდება განმეორებითი კენჭისყრა. თუ განმეორებითმა კენჭისყრამაც ვერ გამოავლინა გამარჯვებული კანდიდატები, მოიწვევა ახალი საერთო კრება გამგეობის შემადგენლობის შესავსებად; ფედერაციის გამგეობის წევრის კანდიდატის წამოყენება შეუძლიათ ფედერაციის მოქმედ პრეზიდენტს, ან ფედერაციის წევრთა საერთო რაოდენობის არანაკლებ ერთი მესამედისაგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს;
გამგეობის სხდომა იმართება თვეში ერთხელ მაინც;
გამგეობა, წევრთა უბრალო უმრავლესობით, ირჩევს ფედერაციის პრეზიდენტს (გამგეობის თავმჯდომარეს);
გამგეობა უფლებამოსილია თუ სხდომას ესწრება მისი არანაკლებ სამი წევრი. გამგეობაზე გადაწყვეტილება მიიღება წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით;
გამგეობის წევრებს სხდომის მოწვევის და დღის წესრიგის შესახებ ეცნობებათ სხდომამდე 3დღით ადრე მაინც, ხოლო რიგგარეშე სხდომის მოწვევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ;
გამგეობა:
შეიუმუშავებს და საერთო კრებას დასამტკიცებლად წარუდგენს ფედერაციის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს;
ამტკიცებს ფედერაციის შინაგანაწესს, სახელმძღვანელო დებულებებს და სხვა ნორმატიულ დოკუმენტებს;
ამტკიცებს ფედერაციის ორგანოთა საშტატო განრიგსა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;
მოიწვევს და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საერთო კრების გამართვას;
წყვეტს ფედერაციის წევრად მიღების და წევრობიდან გარიცხვის საკითხებს;
განაგებს ფედერაციის ქონებას;
განსაზღვრავს საწევროს ოდენობას და მისი გადახდის წესებს;
იღებს გადაწყვეტილებებს ფედერაციის ფილიალების შექმნის შესახებ, ამტკიცებს მათ დებულებებსა და ხელმძღვანელ პირებს;
იღებს გადაწყვეტილებას ფედერაციის მიერ ისეთი ქონების შეძენის, გასხვისების ან ვალდებულებებით დატვირთვის შესაძებ, რომლის ღირებულება აღემატება 3000 აშშ დოლლარს, ასევე ნებისმიერი სხვა გარიგების დადების შესახებ, რომელიც 3000 აშშ დოლლარს აღემატება;
იღებს ყველა სხვა გადაწყვეტილებას, რომელიც ამ წესდების მიხედვით არ განეკუთვნება ფედერაციის სხვა ორგანოების კომპეტენციას;
ხელმძღვანელობს ფედერაციის მუშაობას კრებებს შორის არსებულ პრეოდში;
გამგეობის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვვაში სამი კვირის ვადაში მოიწვევა ფედერაციის რიგგარეშე საერთო კრება, გამგეობის ახალი წევრის ასარჩევად. ახლად არჩეული წევრი უფლებამოსილებას ახორციელებს გამგეობის წევრთა მომდევნო კალენდარულ არჩვნებამდე.
მუხლი 11.
ფედერაციის პრეზიდენტი
ფედერაციის პრეზიდენტს ირჩევს გამგეობა საკუთარი შემადგენლობიდან ორი წლის ვადით;
ფედერაციის პრეზიდენტის უფლებამოსილება იწყება მისი სამეწარმოე და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის დღიდან და გრძელდება ფედერაციის ახალი პრეზიდენტის (გამგეობის ახალი თავმჯდომარის) არჩევამდე;
ფედერაციის პრეზიდენტი (გამგეობის თავმჯდომარე), აღჭურვილია წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით, ის წარმოადგენს ფედერაციას ყველა დონეზე, სახელმწიფო დაწესებულებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში;
ხელმძღვანელობს გამგეობის საქმიანობას;
ასრულებს ამ წესდებით მასზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს;
ფედერაციის პრეზიდენტს უფლება აქვს ამავრდოულად იყოს საჯარო სამსახურში, ან ეწეოდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც ხელს არ შეუშლის პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებაში.
ფედერაციის პრეზიდენტს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება:
პირადი განცხადების საფუძველზე;
გამგეობის გადაწყვეტილებით.
მუხლი 12
ფედერაციის სარევიზიო კომისია
ფედერაციის ფინანსური საქმიანობის კონტროლის უმაღლესი ორგანოა სამი წევრისგან შემდგარი სარევიზიო კომისია, რომელსაც ფედერაციის დაფუძვნების შემდგომ ორი წლის ვადით ირჩევს ფედერაციის საერთო კრება;
ფედერაციის სარევიზიო კომისიის წევრად შეიძლება არჩეული იქნეს მხოლოდ ფედერაციის წევრი ფიზიკური პირები, რომლებიც იმავდროულად არ შეიძლება იყვნენ ფედერაციის გამგეობის, ან სხვა სტრუქტურული დანაყოფის წევრები, თუ თანამდებობის პირები;
სარევიზიო კომისიის კანდიდატის წამოყენების უფლებებთან და არჩევის წესთან დაკავშირებით გამოიყენება წესდება 10.2 (გამგეობის წევრად არჩევა) პუნქტის პირობები;
სარევიზიო კომისია წევრთა უმრავლესობით ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც ხელმძღვანელობს მის მუშაობას;
კომისიაშია გადაწყვეტილებები მიიღება წევრთა უმრავლესობით;
სარევიზიო კომისიის უფლებამოსილებაა განახორციელოს ფედერაციის ქონების, ფულადი სახსრების და ფედერაციის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი სხვა სახის უძრავ-მოძრავი ქონების განკარგვის კონტროლი, საკუთარი დასკვნა გააცნოს ფედერაციის გამგეობას და საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს ფედერაციის საერთო კრება;
გიგა ამაშუკელი
მიხეილ ფანჩულიძე
დავით ლელაძე
ლევან ბაქრაძე
შინაგანაწესი
ზოგადი დებულებები
წინამდებარე შინაგანაწესი შედგენილია საქართველოს ტივტივით სპორტული თევზჭერის ფედერაციის წესდების საფუძველზე, შინაგანაწესი წარმოადგენს ფედერაციის წევრობის განუყოფელ ნაწილს.
წინამდებარე შინაგანაწესი ადგენს საქართველოს ტივტივით სპორტული თევზჭერის ფედერაციის წევრთა ქცევის ნორმებს და წესებს, რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად ფედერაციის უკლებლივ ყველა წევრისთვის.
შინაგანაწესში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა
შინაგანაწესში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა ხორციელდება ფედერაციის პრეზიდენტისა და გამგეობის წევრების გადაწყვეტილების საფუძველზე.
ნებისმიერ წევრს უფლება აქვს წერილობითი სახით წარუდგინოს თავისი წინადადებები შინაგანაწესის სრულყოფასთან დაკავშირებით ფედერაციის გამგეობას.
გამგეობა ვალდებულია 5 დღის ვადაში აცნობოს ფედერაციის წევრებს შინაგანაწესში განხორციელებული ცვლილებების ან/და დამატებების შესახებ.
ფედერაციის წევრობა
ფედერაციის წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი სრულწლოვანი ქმედითუნარიანი საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, თუ იგი იზიარებს ფედერაციის მიზნებს და დაიცავს ამ წესდების მოთხოვნებს
ფედერაციის საპატიო წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი სრულწლოვანი ქმედითუნარიანი პირი, ასევე საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაფუძნებული იურიდიული პირი, ან უცხო ქვეყნის იურიდიული პირი, თუ იგი იზიარებს ფედერაციის მიზნებს (ფედერაციის საპატიო წევრის არჩევა და ფედერაციასა და საპატიო წევრს შორის ურთოერთობები რეგულირდება ამ წესდებით და ფედერაციის გამგეობის მიერ შემუშავებული სპეციალური რეგლამენტით);
ფედერაციის წევრობის მსურველი, დადგენილი წესით, წერილობითი განცხადებით მიმართავს ფედერაციის გამგეობას, გამგეობა წევრებად მიღების საკითხს წყვეტს განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს ერთი თვის განმავლობაში.
ფედერაციაში გაწევრიანების მსურველი კანდიდატი ვალდებულია ადმინისტრაციას წარუდგინოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) ფოტოსურათი 3X4;
გ) ფაქტიური მისამართი
დ) საკონტაქტო ნომერი/ელ-ფოსტა
ფედერაციის წევრის ძირითადიდ უფლება-მოვალეობანი
ფედერაციის წევრი:
ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს ფედერაციის საერთო კრების მუშაობაში;
ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ ღონისძიებებში;
უფლებამოსილია აირჩიოს ან/და არჩეულ იქნეს ფედერაციის მმართველ და მაკონტროლებელ ორგანოებში;
უფლებამოსილია კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შესაბამისად მონაწიელობდეს ფედერაციის მიერ განხორციელებულ პროგრამებში;
უფლებამოსილია ფედერაციის მიზნების შესაბამისად, ფედერაციის სათანადო ორგანოს გადაწყვეტილებით ისარგებლოს ფედერაციის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით და მატერაილურ-ტქენიკური საშუალებებით;
უფლებამოსილია ატაროს ფედერაციის განმასხვავებელი ნიშნები;
ვალდებულია დაიცვას ფედერაციის წესდება და სხვა სახელმძღვანელო ხასიათის დირექტივები;
ვალდებულია გადაიხადოს ფედერაციის გამგეობის მიერ დადგენილი საწევრო;
ვალდებულია გაუფრთხილდეს და დაიცვას ფედერაციის რეპუტაცია და ქონება;
ვალდბულია პატივისცემით მოექცეს, გაუფრთხილდეს, არ დააზიანოს და დააბიძნუროს გარემო;
ფედერაციის წევრებს შორის ურთიერთობაში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობების, რელიგიური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირებისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების გამო.
დისკრიმინაციად ჩაითვლება პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ან/და პირისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით.
ფედერაციის წევრი ვალდებულია დაიცვას წინამდებარე შინაგანაწესის, შიდა მარეგლამენტირებელი და მარეგულირებელი დოკუმენტებით განსაზღვრული მოთხოვნები, დადგენილი პირობები და ნორმები, ეთიკის და ქცევის ნორმები. გამოიჩინოს თავაზიანი, ყურადღებიანი და ტაქტიანი დამოკიდებულება კოლეგებისა და სტუმრების მიმართ. არ გამოიყენოს უცენზურო გამოთქმები, მათ შორის ისეთიც, რომელიც ავიწროვებს და არღვევს ადამიანის უფლებებს, აზიანებს და აბინძურებს გარემოს, ან შეიძლება ჩაითვალოს როგორც დისკრიმინაციისა და ძალადობის გამოვლინების ნებისმიერი ფორმა.
დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომების შეფარდება
წევრების მიერ დისციპლინის დარღვევისათვის, ფედერაცია იყენებს დისციპლინარული პასუხისმგებლობის შემდეგ ფორმებს:
ა) შენიშვნის გამოცხადება;
ბ) სასტიკი საყვედურის გამოცხადება;
გ) ფედერაციიდან გარიცხვა
3 საყვედურის მიღება გულისხმობს ფედერაციიდან ავტომატურ გარიცხვას.
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდება ფორმდება წერილობით და ინახება პირად საქმეში.
პირი უფლებამოსილია გაასაჩივროს უშუალო ხელმძღვანელის გადაწყვეტილება სანქციის დაკისრების შესახებ. ასევე სხვა სადავო საკითხის გადასაწყვეტად, პირმა უნდა მიმართოს გამგეობას შესაბამისი განცხადებით და წარმოადგინოს მისი არგუმენტები, მოსაზრებები, მტკიცებულებები.
გამგეობა ვალდებულია გასაჩივრების მიღებიდან არაუგვიანეს ათ სამუშაო დღეში განიხილოს გნცხადება.
ფედერაციის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა
ფედერაციის წევრს უფლებამოსილება უწყდება:
საკუთარი განცხადების საფუძველზე;
სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი ქმედუუნაროდ ცნობისას, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან;
გარდაცვალებისას, ან თუ წევრი იურიდიული პირია, მისი ლიკვიდაციისას;
ფედერაციის გამგეობის გადაწყვეტილებით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლების არსებობისას.
ფედერაციის წევრი გამეგობის გადაწყვეტილებით გაირიცხება ფედერაციიდან თუ:
მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება ფედერაციის მიზნებს;
იგი უხეშად არღვევს ფედერაციის წესდებით ან ფედერაციის სხვა შიდა ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს;
იგი თავისი ქმედებით/უმოქმედობით, ლახავს ფედერაციის რეპუტაციას და პრესტიჟს;
უხეშად არღვევს ბუნების დაცვით კანონმდებლობას ან/და ფედერაციის წევრთა უმრავლესობით აღიარებული თევზჭერის მორალურ ნორმებს;
არასაპატიო მიზეზით სისტემატიურად არიდებს თავს ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობას.
ვეთანხმები:
მონაწილეობისთვის უნდა იცოდეთ!