Homeსიახლეები” ეროვნული ჩემპიონატი ტივტივით სპორტულ თევზჭერაში 2022წ. ეტაპი 1 ”

” ეროვნული ჩემპიონატი ტივტივით სპორტულ თევზჭერაში 2022წ. ეტაპი 1 ”

"ეროვნული ჩემპიონატი ტივტივით სპორტულ თევზჭერაში2022წ. ეტაპი 1”

საქართველოს ტივტივით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია

აცხადებს მზადებას 2022 წლის ეროვნული ჩემპიონატისთვის ტივტივით სპორტულ თევზჭერაში!

( ეტაპი 1)

ტურნირის ოფიციალური სახელწოდება: “ეროვნული ჩემპიონატი ტივტივით სპორტულ თევზჭერაში2022წ. ეტაპი 1”

ტურნირის ჩატარების თარიღი: 8მაისი

ტურნირის ჩატარების ადგილმდებარეობა: მრავალწყაროს წყალსაცავი (ნიკო პაპას ტბა)

ტურნირის სტატუსი: რეიტინგული ტურნირი მოქმედი სპორტსმენებისათვის

ტურნირის მიზანი: ტივტივით სპორტული თევზჭერის პოპულარიზაცია საქართველოში და მოქმედი სპორტსმენების პროფესიონალური რეიტინგის განსაზღვრა

შეჯიბრი ჩატარდება** F.I.P.S.e.d**-ის წესების მიხედვით. ტურნირზე დაიშვებიან მხოლოდ ფედერაციაში გაწევრიანებული სპორტსმენები.

ტურნირი ჩატარდება შემდეგი წესების დაცვით:

თევზაობა დაშვებულია მხოლოდ ტივტივის ანკესით, რომელიც აღჭურვილია ტივტივის მონტაჟით. ტივტივის წონის მხოლოდ10% უნდა ეხებოდეს ფსკერს. სხვა ტიპის – სიგნალიზატორები, მათ შორის ელექტრონული, აკრძალულია;

შეჯიბრზე თევზჭერის ზონები დაიყოფა სექტორებად მონაწილეთა რაოდენობის შესაბამისად;

თითო სექტორისთვის გამოყოფილი იქნება სანაპირო ზოლის10 მეტრი;

შეჯიბრი წარმოადგენს გუნდურ პირველობას და ასევე პირად რეიტინგს. ამიტომ სატურნირო სანაპირო ზოლი დაიყოფა 3 ზონად, ზონები კი სექტორებად. თითოეულ ზონაში მოხვდება ყოველი გუნდის თითო წევრი. სექტორში დაიშვება მხოლოდ ერთი მეთევზე. უცხო პირების შესვლა სექტორში შეჯიბრის პერიოდში კატეგორიულად აკრძალულია (მსაჯებისა და გუნდის კოორდინატორების გარდა);

თევზაობა ნებადართულია მხოლოდ ერთი ანკესით. მეთევზეს აქვს უფლება ჰქონდეს ერთი ან მეტი სათადარიგო ანკესი აწყობილ მდგომარეობაში,რომელიც უნდა იყოს მოთავსებული სექტორის ფარგლებში;

დამატებითი აღჭურვილობის და საკვების შეტანა სექტორში ტურნირის მსვლელობის დროს კატეგორიულად აკრძალულია;

თევზჭერა ნებადართულია მხოლოდ ერთი ნემსკავით.

დასაკვებად დასაშვებია ნებისმიერი დამატებითი ფხვიერი საკვები. აკრძალულია ცომისებური ან/და ფაფისებური მასა. ასევე დაუშვებელია ცოცხალი სატყუარის შერევა დასაკვების შემოწმებამდე. სატყუარისა და დასაკვების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 15 ლიტრს. დაკვება უნდა წარმოებდეს მხოლოდ ხელით და შურდულით, დაკვება აკრძალულია სხვა დანარჩენი საშუალებებით.

დასაშვებია ნებისმიერი ცხოველური ან მარცვლეული სატყუარა, რომლის წამოცმაც შეიძლება ნემსკავზე. აკრძალულია ცომისებური სატყუარები, თევზის ლიფსიტა, თევზის ნაწილები ან ქვირითი. თმიანი მონტაჟი აკრძალულია. აკრძალულია პოპაპ საშუალებები,მაგალითად პენოპლასტის ბურთულები.

დაჭერილი თევზის მოსათავსებლად ნებადართულია მხოლოდ რბილი მასალისგან დამზადებული შესანახი ბადეები სიგრძით არანაკლებ 3 მეტრისა. ლითონის ბადეები კატეგორიულად აკრძალულია. ასევე სავალდებულოა ამოსაყვანი ჩოგანბადე სიგრძე არანაკლებ 3მეტრისა.

აწონვის შემდეგ დაჭერილი თევზი უნდა დაუბრუნდეს მშობლიურ წყალსაცავს.

კატეგორიულად აკრძალულია ტურნირში მონაწილეობა არაფხიზელ მდგომარეობაში ან ალკოჰოლური სასმელების მოხმარება ტურნირის მსვლელობის დროს.

ზემოაღნიშნული წესების უხეში დარღვევის შემთხვევაში გამოყენებული იქნება შესაბამისი საჯარიმო სანქციები.

ეროვნული ჩემპიონატის პირველი ეტაპის ჩატარების განრიგი;

კენჭის ყრა გაიმართება ონლაინ 7მაისს შაბათს 21:00 სთ.

ტურნირი ჩატარდება** 8 მაისს კვირას**, ტურის ხანგრძლივობა** 5 საათი.**

შეკრება ** 6:00სთ.**

ზონებში შესვლა7:00 (სექტორებში შესვლამდე დაშვებულია მხოლოდ დასაკვების მომზადება).

სექტორებში შესვლა- (მთავარი მსაჯის სიგნალის შემდეგ) – ყურადღებით გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას!!!

სექტორში შესვლის დროს მიმდინარეობს დასაკვების მომზადება, აღჭურვილობის გაშლა, ფსკერის გამოკვლევა. აკრძალულია ნემსკავიანი მონტაჟის წყალში გადაგდება. დამრღვევი სპორტსმენი დაისჯება დისკვალიფიკაციით. მსაჯის მოთხოვნის თანავე მეთევზე ვალდებულია წარმოადგინოს სათევზაო მონტაჟი შესამოწმებლად, ასაევე სიგნალამდე “დაკვების სტარტი” მსაჯთა ბრიგადა შეამოწმებს დასაკვების რაოდენობას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 15 ლიტრს. მონაწილე ვალდებულია წარმოადგინოს დასაკვები სპეციალურ დანაყოფიან სათლში)

დასაკვების შემოწმება 8:00

დაკვების სტარტი 8:45

შეჯიბრების სტარტი 9:00

შეჯიბრების ფინიში 14:00

აწონვა და შედეგების დათვლა 14:00-16:00

დაჯილდოვება 16:30

ყველას გისურვებთ წარმატებას!

მსაჯები:

მთავარი მსაჯი – მამუკა სახიაშვილი

ზონის მსაჯი- ზურაბ ნოდია

მონაწილე გუნდები:

  1. PIRANIA – თამუნა მეზურნიშვილი – ზურა წეროძე- გიორგი გაგოშვილი
  2. TEAM “STRONG” TUBERTINI – მიშა ფხაკაძე- ნიკოლოზ გარსენიშვილი – ხედო ფაროიანი
  3. MATCH LOVERS – გიორგი მიშელაძე- ალექსანდრე უხურგუნაშვილი – ლაშა აბულაშვილი
  4. CRAZY FISHERMEN- ლაშა ჯანაშია – ბეჟო ღვდელაძე – მირზა გერლიანი
  5. N1 FISHING TEAM – ზურა ანდრიაშვილი – გიორგი ხიზანიშვილი – გიორგი თამაზაშვილი
  6. BLACK FISH – თამაზ კოჩოიანი- თენგიზ ჭკადუა- ალექსანდრე გუჟევი.

**7. THE LUCKY ONES – გიორგი ოქროპირიძე – ვალერი მგალობლიშვილი- დავით ხიზანაშვილი

ka_GE