Homeბოლონიური მეთოდიბოლონიური

ბოლონიური

ბოლონიური მეთოდი
" Bolognese "

ანუ იგივე ბოლონიური ანკესით თევზაობას, საფუძველი იტალიის ერთერთ პროვნიციაში, ბოლონიაში დაედო. სახელიც აქედან გამომდინარეობს.

752px Bologna SanPetronioPiazzaMaggiore1

ერთი შეხედვით ადგილობრივ მდინარეებზე და ვიწრო წრეებზე მორგებული ჯოხის სახეობა სულ ცოტა დროში პოპულარული გახდა მთელ იტალიაში და შემდეგ მთელ ევროპაში, ასევე რუსეთსა და უკრაინაში. ბოლოს და ბოლოს ამ სახეობამ საქართველომდეც მოაღწია და დღეს დღეობით ყველაზე პოპულარულია ტივტივის სახეობებში.

1347 2

“ბოლონიური” ჯოხები თავდაპირველად მხოლოდ დინებაზე სათევზაოთ გამოიყენებოდა, უმეტეს შემთხვევაში გატარებით თევზაობისთვის, ამიტომაც საკმაოდ მოზრდილი რგოლებით იყო აღჭურვილი და მისი სიგრძე 5 მეტრიდან 8 მეტრამდე მერყეობდა.

ასევე როგორც წესი მხოლოდ ინერციული კოჭით იყო აღჭურვილი.

სამომავლოთ “ბოლონეზეს” პოპულარობასთან ერთად იზრდებოდა მისი მოხმარების არიალი და ადგილებიც. ხალხმა მასიურად დაიწყო ამ სახეობით დამდგარ წყალზე თევზაობაც, ამ შემთხვევაში კი ინერციული კოჭა უკვე მოუხერხებელი გახდა და არა ინერციული კოჭების გამოყენება დაიწყეს.

998045013 1 0 e5e0ad6ea0cbf4a9af41db8aa07543e0

2 5 5fbb4eb0e7c2cedf731ec7c18e344141

დღესდღეობით ბაზარზე ბოლონიური ჯოხების ძალიან დიდი არჩევანი გვხვდება. მათი სიგრძე 3 მეტრიდან 8 მეტრამდე მერყეობს. ტესტები კი 3 გრამიდან 35 გრამამდე.

3 მეტრიანი ჯოხები ძირითადათ ნავიდან სათევზაოთ გამოდგება, ან ბავშვს თუ დავაჭერინებთ სათევზაოთ.

4 მეტრიანი ჯოხები ქართულ რეალობაში ძალიან პოპულარულია. თუმცა ამ სახეობისთვის მაინც მოკლედ ითვლება და რეკომენდირებულია მხოლოდ ტბებზე და დამდგარ წყალზე სათევზაოთ.

5-6 მეტრიანი ჯოხები კი უკვე უნივერსალათ შეგვიძლია ჩავთვალოთ, მათი გამოყენება შეილება როგორც დამდგარ წყლებზე ასევე დინებაზე.

7-8 მეტრიანი ჯოხები სპეციფიურია, მათი გამოყენება რეკომენდირებულია მხოლოდ და მხოლოდ გატარებით თევზაობისას.

2 (1)

bolonka

როგორც წესი “ბოლონეზეს” ჯოხები არც თუ ისე სწრაფი წყობისაა და ამის გამო მხოლოდ დისტანციაზე სროლაში თუ ჩამოუვარდება კონკურენტ სახეობა “მატჩის” ჯოხებს. სამაგიეროთ გამოირჩევა სიმსუბუქით და სინაზით.

“ბოლონეზეს” ჯოხები 100% ით ტელოსკოპური სახით გვხვდება. ძირითადათ რამდენი მეტრიცაა იმდენივე მუხლისგან შედგება. რაც შეეხება სიგრძეს, თუ შემთხვევით აღმოაჩენთ რომ თქვენი 5 მეტრიანი ჯოხი 4,92 მეტრია ნუ შეგეშინდებათ, ეს მიღებული პრაქტიკაა და მეტრაჟი ყოველთვის დამრგვალებული წერია.

დღესდღეობით ქართულ ბაზარზე ასეთი ჯოხების ფასი დაახლოებით 15,00 ლარიდან იწყება და 300,00 ლარს ცდება. უხეშად რომ ვივარაუდოთ ნორმალური ხარისხის ჯოხები დაახლოებით 60,00-70,00 ლარიდან იწყება ზემოთ. ხარისხის და სიგრძის მიხედვით.

914542588

რაც შეეხება ბოლონიური ანკესის აღჭურვილობას, ძუებს, კოჭებს, მონტაჟებს.. ამას ყველაფერს ცალცალკე თემებში განვიხილავთ.

თემის ავტორია

ბიძინა მაზიაშვილი

ka_GE