პოსტი გადმოკოპირებულია Sportfishing.ge-დან ავტორი: გია ჩიტაიშვილი
Match fishing
მატჩით თევზაობა, ინგლისური ანკესით თევზაობა, “ტივტივას შორს გადაგდება” – ესენი ტივტივათი თევზაობის ერთ-ერთი მეთოდის სხვადასხვა დასახელებებია.
ამ მეთოდისას განსაკუთრებულ, ”ვაგლერის” ტიპის ტივტივას იყენებენ. ამ ტივტივას გააჩნია მიმაგრების ერთი წერტილი, რომლისკენაც წანაცვლებულია სიმძიმის ცენტრი.
ტექნიკურად მატჩით თევზაობა არ არის ყველაზე იოლი: იგი არ ჰგავს სპინინგით და, მით უმეტეს, მოსაქნევი ტელესკოპით თევზაობას. ტექნიკის ათვისება გარკვეულ დროს მოითხოვს, მაგრამ ამად ნამდვილად ღირს, მატჩით ხომ საკმაოდ მოზრდილ და ისეთ თევზებს იჭერენ, რომლებიც ნაპირთან ახლოს არ მოდიან.
მაგრამ დამწყებ მეთევზეს ტივტივით თევზჭერის ეს მიმართულება პირველ ცდებზე შეიძლება ძალიან რთულად მოეჩვენოს ,და მიიჩნიოს რომ ეს შეუძლია მხოლოდ პროფესიონალებს.
კლასიკურ ვარიანტში მატჩით თევზაობა გამოირჩევა არა მარტო ტივტივას განსაკუთრებული ტიპით, არამედ სპეციალური სამსექციანი, რგოლებიანი ანკესის ჯოხით, სპეციალური კოჭით და სპეციალური ძირვადი ძუით, რომელიც გადაგდების შემდეგ, როგორც წესი, ჩაძირულ მდგომარეობაშია. ყველაფერი დანარჩენი – სიმძიმე, სადავე, ნემსკავი – ისეთივეა, როგორიც ტივტივათი თევზაობის სხვა მეთოდებისას.
მატჩის აღკაზმულობა
როგორც ავღნიშნეთ ზევით მატჩის აღკაზმულობა შედგება სპეციალური ანკესით, „ვაგლერის“ ტიპის ტივტივით, სპეციალურ ძირვადი ძუით, არაინერციული კოჭით თავისი სპეციალური მაქოს ფორმით, სიმძიმით , სადავით და ნემსკავით.
მატჩის ჯოხი
ტივტივათი თევზაობის ამ მეთოდის წარმომავლობაზე არა მარტო დასახელება – ინგლისური თევზაობა – მეტყველებს, არამედ სპეციალური მატჩის ჯოხების სიგრძის ფუტებში გაზომვის ტრადიციაც. ყველაზე გავრცელებული ჯოხები 13 და 14 ფუტის (შესაბამისად 3,9 და 4,2 მ) სიგრძისაა. შედარებით იშვიათად გვხვდება 3,6 მ სიგრძის ჯოხები. ჩემი აზრით, ისინი ძალზედ მოკლეა და შესაბამისად არასაკმარისად ფუნქციური. 4,5, 4,8 და 5,1 მ სიგრძის ჯოხები ძირითადად სპორტსმენებისთვისაა განკუთვნილი. როგორც ზემოთ აღინიშნა, კლასიკური მატჩის ჯოხი შედგება 3 სექციისგან. გამტარი რგოლების რაოდენობა ან უტოლდება ჯოხის სიგრძეს ფუტებში ან ბოლო მაჩვენებელზე 1-2-ით, იშვიათად კი 3 რგოლით მეტია. მაგალითად, 14 ფუტის (4,2მ) სიგრძის ჯოხს შეიძლება ჰქონდეს 14-16 რგოლი. მატჩის ჯოხის კოჭის დამჭერს, როგორც წესი, ხრახნიანი კონსტრუქცია აქვს. ტესტისა და აგებულების მიხედვით მატჩის ჯოხები გათვლილია 20-25 გრამამადე სიმძიმის აღჭურვილობის გადასაგდებად იმ შემთხვევაშიც კი, თუ მატჩის ჯოხს არ აქვს ტესტის მითითება ბლანკზე. გვხვდება ასევე უფრო მძლავრი ჯოხებიც, რომლებითაც 35გ-მდე აღჭურვილობის გადაგდებაც შეიძლება, მაგრამ სამოყვარულო დონეზე მათი გამოყება არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს. და საერთოდ, მოყვარულთათვის არ არის სავალდებულო კლასიკური მატჩის ჯოხების გამოყენება. დასაშვებია ნებისმიერი რგოლებიანი ჯოხის (სასურველია ნახშირპლასტიკის შედარებით ნორმალური ფურნიტურით) ხმარება. მისაღებია აგრეთვე მისი ჩანაცვლება მაგალითად, 4-4,5მ სიგრძის, უკიდურეს შემთხვევაში 5მ-იანი, ბოლონიური ტიპის ჯოხით.
მატჩის ანკესი იყოფა 3 კლასად
- კლასიკური მატჩის ანკესი
- კარპის მატჩის ანკესი
- მატჩის ანკესი ,რომელიც განკუთვნილია 50 მეტრზე მეტი დისტანციის ჭერის დროს.
კლასიკური მატჩის ანკესები ფლობენ 3,9 მეტრიდან 4,20 მეტრის სიგრძეს . ასეთი ანკესის საშუალო „ტესტი“ შეადგენს 10-20 გრამს და გათვლილია ნაპირიდან 30 მეტრამდე მანძილზე თევზაობისთვის. ანკესის წყობა მერყეობს ნელიდან საშუალოდ-სწრაფამდე.
კარპის მატჩის ანკესს ხშირად იგივე სიგრძისაა, როგორც კლასიკური ანკესი (3,90-4,20 მეტრი), მაგრამ მისი მასა მეტია საშუალოდ 20 %-ით, რადაგან რომ ამ ტიპის ანკესი დიდი თევზის წინააღმდეგობის დაძლევაზეა გათვლილი და უფრო მძლავრია.ანკესის წყობა მერყეობს ნელიდან -სწრაფამდე. ასეთი ანკესის სიმძლავრე მაინც უფრო დაბალია, ვიდრე სპეციალიზირებული „კარპის ანკესის“, მაგრამ ანკესის ბლანკის წყობა და გამტარი რგოლების რაოდენობა საშუალებას იძლევა შევებრძოლოთ პრაქტიკულად ნებისმიერი ზომის კარპს.
50 მეტრზე მეტ დისტანციაზე ტყორვნისთვის განკუთვნილი მატჩის ჯოხი წარმოადგენს ბევრად მძლავრ მატჩის ჯოხს. მისი სიგრძე შეადგენს 4,50 მეტრიდან 4,80 მეტრამდე . ამ ანკესის წყობა მერყეობს საშუალოდ-სწრაფიდან სწაფამდე.
მატჩის კოჭა
მატჩით თევზაობისთვის განკუთვნილი კოჭები, უპირველეს ყოვლისა, გამოირჩევა იმით, რომ მას აქვს წვრილ ძუაზე გათვლილი, პატარა მაქო. შორ მანძილზე იოლად გადასაგდებად ძუა დახვეული უნდა იყოს მაქოს ბორტის პირამდე. თუ კოჭა სპეციალურიად მატჩით თევზაობისთვის არაა განკუთვნილი, მაშინ მაქოში რაიმე შუასადები უნდა დავუდოთ ან დავახვიოთ ძველი ძუა (ე.წ. ბექინგი), რომ ძუა ბორტის კიდემდე დაეხვეს. მატჩის მაქოს კიდევ ერთი განსაკუთრებულობა მდგომარეობს მის შედარებით მოზრდილ დიამეტრში. 40 მმ-ზე ნაკლებ დიამეტრიანი მაქოები მატჩით თევზაობისთვის ნაკლებად გამოსადეგია, ვინაიდან მცირე რადიუსზე დეფორმირებული ძუა ცუდად ჩამოეშვება, ტყორცნის დისტანცია დამოკლდება და ნაკლებად ზუსტი იქნება. მატჩის კოჭების კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანია შედარებით მცირე წონა. მატჩის კოჭების უმეტესობა, განსაკუთრებით პროფესიონალურები, პრაქტიკულად მთლიანად პლასტიკისგან მზადდება.
სპორტში სწრაფი ტყორცნებისთვის განკუთვნილ კოჭება არა მარტო დიდი დიამეტრის მაქო აქვთ, არამედ ბრუნის დიდი სიჩქარიტაც გამოირჩევა – 1:7. ჩქარი ამოხვევა, რასაკვირველია, უთევზოდ ხდება. მაგრამ სამოყვარულო თევზაობაში კოჭას გადაცემის რიცხვს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. მოყვარული მეთევზე არსად არ ჩქარობს და რამდენიმე წამის დაზოგვის მიზნით ძვირადღირებული დიდსიჩქარიანი კოჭის შეძენაზე უამრავი ფულის დახარჯვა უბრალოდ უაზრობაა, ყოველ შემთხვევაში, სავალდებულო საქმეს არ წარმოადგენს.
პრაქტიკულად ყველა მწარმოებელი აღნიშნავს კუთვნილებას მათ მიერ გამოშვებულ მათჩის კოჭაზე სიტყვით „Match“
მატჩის ძუა
როგორც წესი, ძირითადი ძუა სპეციალური მატჩისაა. მატჩის ძუების ძირითადი განმასხვავებელი ნიშანია ის, რომ მათ აქვთ მეტი სიმკვრივე, რაც მათ უკეთ და უფრო სწრაფად ჩაძირვის საშუალებას აძლევს, ვიდრე ჩვეულებრივებს. თუმცა, მატჩისა და არამატჩის ძუებს შორის პრინციპული სხვაობა არ არის. ამასთან, მატჩის ძუებს ერთი ნაკლი აქვს: უკეთ ჩაძირვის ხარჯზე რამდენამდე კარგავენ სიმტკიცეს იმავე დიამეტრის ჩვეულებრივ ძუებთან შედარებით. ამიტომ მატჩის ძუას ნაკლები სიმტკიცე აქვს, ვიდრე ჩვეულებრივს. იმისათვის, რომ ძუის ჩაძირვა უფრო გამარტივდეს, მას სპეციალურ შემადგენლობებს უსმევენ. მათ მარკირებაში მითითებულია სიტყვა “sinking”.
მატჩის ძუები, როგორც წესი, მუქი ფერისაა (შავი, მუქი ყავისფერი ან სულაც წითელი), რის გამოც ტყორცნის დისტანციის აღმნიშვნელი მარკირება უკეთ შესამჩნევია. მთავარი მიზეზი იმსა, თუ რატომ უნდა იყოს მატჩის ძუა ძირვადი, არის ის, რომ შორ დისტანციაზე წყლის ზედაპირზე მოცურავე ძუა ოდნავ ნიავის დროსაც კი არ გაჩერდება დაკვებილ ადგილას, ის ნიავის მეშვეობით დაიწყებს გადაადგილებას.
მატჩის ტივტივები
ხარისხიანი მატჩის ტივტივა გამოირჩევა იმით, რომ უკვე ჩამონტაჟებული აქვს სათანადო სიმძიმე. ეს სიმძიმეები ორგვარი არსებობს – მუდმივი და ცვალებადი. თავის მხრივ ცვალებადი სიმძიმე კიდევ ორ სახეობად იყოფა: საყელურები ხრახნიანი სამაგრით, რომელიც მათი რაოდენობის გაზრდის ან შემცირების საშუალებას იძლევა, და კონტეინერები კუთხვილიანი სახურავით, რაც მისი შევსების და წონის შეცვლის საშაულებას იძლევა.
ყველა მატჩის ტივტივას აქვს სხვებთან შედარებით გრძელი ანტენა გაზრდილი დიამეტრით, რის წყალობითაც მათი გამოყენება მაქსიმალურ დისტანციაზეც შეიძლება. ტივტივების ხილვადობის გასაუმჯობესებლად დამატებით გამოიყენება ჩამოსაცმელი მილაკები.
ხარისხიან მატჩის ტივტივას კარგი აეროდინამიკური ფორმა აქვს, რომელიც გადაგდებისას ტივტივას მაქსიმალური დისტანციის დაფარვის სამუალებას აძლევს. წანაცვლებული სიმძიმის ცენტრის წყალობით იგი ისარივით მიფრინავს.
არსებობს მატჩით თევზაობის ორი ძირითადი სახეობა – ფიქსირებული ტივტივათი და სრიალა ტივტივათი. მოყვარულთა უმეტესობა ამ უკანასნელ მეთოდს იყენებს და მათთვის პრაქტიკულად უცნობია ფიქსირებული ტივტივათი თევზაობა, მიუხედავად იმისა, რომ იგი არანაკლებ საინტერესოა. ფიქსირებული ტივტივათი თევზაობა შესაძლებელია ანკესის ჯოხის სიგრძეზე ნაკლებ სიღრმეში. უფრო მეტიც, იმისათვის, რომ ტივტივას გადაგდება საკმარისად მარტივი და ეფექტური გამოდგეს, თევზაობის სიღრმე არ უნდა აღემატებოდეს ანკესის ჯოხის სიგრძის სამ მეოთხედს.
მატჩის ტივტივას დამაგრება
დღესდღეისობით მატჩით თევზაობისას ძირითადად იყენებენ სპეციალურ მატჩის სამაგრს. მისი მთავარი მწარმოებლები სხვადასხვა იტალიური ფირმებია – Milo, Trabucco, Stonfo. მათ გარდა ამ ბაზარზე ცოტა ვინმე თუა წარმოდგენილი. ფიქსირებული და სრიალა ტივტივათი თევზაობისთვის სამაგრის კონსტრუქცია სხვადასხვაგვარია. ფიქსირებული ტივტივათი თევზაობისთვის სამაგრის კორპუსს აქვს ერთმანეთის საპირისპიროდ მიმართული ორი ღერო, რომლებზედაც წამოაცმევენ კემბრიკებს, რომლებიც თავის მხრივ ტივტივას სამაგრს ძუაზე აფიქსირებენ. კორპუსზე მაგრდება შესაკრავიანი სვიველი ტივტივას მისაერთებლად.
მოძრავი სამაგრის კორპუსი წარმოადგენს ძუაზე თავისუფლად მოსრიალე პლასტიკის ან თითბერის მილაკს. ამ მილაკზე უშუალოდ ან სვიველის დახმარებით მაგრდება კარაბინი ტივტივასათვის. ტივტივას ძუიაზე გადაადგილების შესაზღუდად იყენებენ საჩერებელ კვანძებს და სილიკონის სტოპორებს პლასტიკის ბურთულებთან ერთად.
სიმძიმე
მატჩის რაიმე სპეციალური სიმძიმე ჯერ არ გამოუგონიათ, და ალბათ ვერც გამოიგონებენ. გამოიყენება ჩვეულებრივი გაჭრილი „საფანტი“, სტილი, და ასევე სრიალა სიმძიმეები.
სვიველი ანუ რვიანა
ერთადერთი, რითაც მატჩის აღჭურვილობის მონტაჟი განსხვავდება სხვა ტივტივიანი აღჭურვილობის მონტაჟისგან, არის რვიანა ძირითად ძუასა და სადავეს შორის. სვიველის აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ გადაგდება ხდება მნიშვნელოვან მანძილზე და, ძუის ამოხვევისას მონტაჟი გაცილებით მეტ მანძილს გადის, ვიდრე ტივტივათი თევზაობის ნებისმიერი სხვა მეთოდისას.
ცნობილია, რომ ნემსკავზე წამოცმულ სატყუარას შეუძლია პროპელერივით იტრიალოს და ისე დაგრიხოს ძუა, რომ მოგიწიოთ თევზაობის შეწყვეტა. ზოგჯერ რვიანაც კი ვერ უზრუნველყოფს მკედის გადაგრეხის თავიდან აცილებას. სპორტსმენები იყენებენ მიკროსვიველებს, მაგრამ სამოყვარულო დონეზე უფრო გონივრულია შედარებით მოზრდილების ხმარება. რგოლის შიდა დიამეტრი შეიძლება 2,5მმ-ს აღწევდეს, რაც გააიოლებს სადავეების ცვლას, ვინაიდან აღარ იქნება საჭირო კაუჭის გაყრა სვიველის რგოლში – მოყვარულები ხომ არცთუ ისე პატარა კაუჭებს ხმარობენ.
ნემსკავები
ხანდახან ნემსკავების შეფუთვაზე გვხვდება მითითება, რომ ისინი განკუთვნილია სპეციალურად მატჩით თევზაობისთვის. ჩემი აზრით, ეს მითითება ყოველგვარ დასაბუთებას მოკლებულია. მატჩში იგივე ნემსკავები გამოიყენება, რაც ტივტივათი თევზაობის სხვა მეთოდებისას.
დაკვება
დამკვება მატჩით თევზაობის ტექნიკის მნიშვნელოვანი ელემენტია. ამისათვის იყენებენ შურდულებს ან ”კატაპულტებს”, ვინაიდან ხელით დასაკვების კოშტების თუნდაც 25 მ-ზე ზუსტად გადაგდება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამასთან, ხელით მხოლოდ ძალიან მძიმე გუნდებს თუ გადაყრი, შურდულიდან კი იოლად გადატყორცნით თხილისოდენა კოშტებს 20-25 მ-ზე. თუ გარკვეულ წესებს დაიცავთ, 2-3 თევზაობაც საკმარისია, რომ შეისწავლოთ დასაკვების ზუსტად და მოქუჩებულად მოთავსება.
ამ ზოგადი მიმოხილვის ბოლოს აღვნიშნავთ, რომ მატჩით თევზაობა ტივტივათი თევზაობის ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი მეთოდია აღჭურვილობის ღირებულების მიხედვით.
- Match fishing
- March 26, 2022